LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple თანამშრომლებისგან „ბუსტერ“ დოზით აცრის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს

76
apple-store-pickup-employees

Apple თანამშრომლებისგან „ბუსტერ“ დოზით აცრის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს. ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაში ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის ფართოდ გავრცელების გამო, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა, მძიმე დაავადებისგან დაცვის გზაა.

გარდა ამისა, CNN-ის ინფორმაციით, 24 იანვრიდან, კომპანიის ყველა თანამშრომელს, რომელიც Covid-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საერთოდ არ არის, ყოველდღიურად მოუწევს კოვიდტესტირება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილზე დაიშვას. მოთხოვნა გავრცელდება როგორც საცალო, ასევე კორპორაციული ვაჭრობის თანამშრომლებზე.

ცნობისთვის, Apple-ის გარდა, თანამშრომლებისგან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენას უკვე ბევრი ამერიკელი კომპანია ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები