LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ ყველაფერია, რაც ქვეყანაში უნდა იყოს – ჯეიმს აპატურაი #Spend4SeasonsInGeorgia-ს შუერთდა (ვიდეო)

176
apaturai

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში, ჯეიმს აპატურაი ქართული ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას – #Spend4SeasonsInGeorgia შუერთდა. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, აპატურაიმ საქართველოში საკუთარი პირველი ვიზიტი გაიხსენა, ამასთან ყველას მოუწოდა, ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და გაატარონ შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული და ზაფხული აქ.

„ვიცი რომ საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს, რომ გავატაროთ ზაფხული, შემოდგომა ან ზამთარი საქართველოში და სრულად ვუჭერ მხარს ამ კამპანიას. წლების წინ მე პირველად ჩამოვედი საქართველოში, აღმოვაჩინე წარმოუდგენელი პეიზაჟები, საოცარი ხალხი, შესაძლებულია საუკეთესო საჭმელი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და სტუმართმოყვარეობა, რომელიც საუკეთესოა. საქართველოში ფანტასტიკური ადამიანები ცხოვრობენ, ქვეყანას ყველაფერი აქვს, მთებიდან დაწყებული ტბებამდე. აქ არის ხელუხლებელი ბუნება, რომელიც სულ უფრო რთული საპოვნელია. აქ ყველაფერია, რაც ქვეყანაში უნდა იყოს. ამიტომ, ყველას გირჩევთ რომ თქვენი შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული და ზაფხული საქართველოში გაატაროთ“,- ამბობს აპატურაი „იმედთან“ საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ვიდეოს ქეთევან ქარდავა აქვეყნებს.

„საქართველოს მეგობარს, გულშემატკივარს და ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულ ჯეიმს აპატურაის ვთხოვე კამპანიაში Spend 4 Seasons in Georgia მონაწილეობა. ძალიან მიხარია, რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სიამოვნებით დამთანხმდა და ერთობლივად წვლილი შევიტანეთ ნატოს ასპირანტი სახელმწიფოს პოპულარიზაციაში. ჯეიმსმა ქართველების, საქართველოს ბუნების, სამზარეულოს, კულტურის, ისტორიის მიმართ სიყვარული სხვებს გაუზიარა და 4 სეზონის ქვეყანაში დაპატიჟა.“- წერს ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები