LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია საოკუპაციო ხაზთან – პოლიტიკოსები და აქტივისტები ოკუპაციას აპროტესტებენ

113
aqcia 2

2008 წლის აგვისტოს ომიდან გასული 11 წელი და საქართველოს მოქალაქეების პროტესტი “არა ოკუპაცას” –  ამ წუთებში ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან „ევროპული საქართველოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები არიან შეკრებილები.

მათი თქმით, აქციის მიზანი რუსული ოკუპაციის გაპროტესტებაა. ერთ-ერთი ორგანიზატორი ლინა დოლიძე ამბობს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ –  ახალგაზრდებს მუდამ ახსოვდეთ ის გმირები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

7 აგვისტოს დაიწყო სინამდვილეში ომი და არა 8 აგვისტოს, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს. ჩვენ დღეს ჰიბრიდული ომის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ გვინდა ყოველ წელს იმართებოდეს ასეთი აქციები, რათა ახალგაზრდებს, ვისაც რუსული აგრესია საკუთარი თვალით არ უნახავთ, ახსოვდეთ ის გმირები, რომლებიც 2008 წელს დაიღუპნენ, – განაცხადა ლინა დოლიძემ.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ნიშნად ფრანები ცხინვალის მიმართულებით გაუშვეს.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები