საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილის პროცესი დილიდან მიმდინარეობდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო.
ბრალდებული 37 პირიდან სასამართლო პროცესზე დღეს მათგანის შესახებ იმსჯელეს და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით განისაზღვრა:
1. ზუკა ბერძენიშვილი – 7 დღიანი პატიმრობა;
2. ბექა ბასილაია – 12 დღიანი პატიმრობა;
3. გიგა მაქარაშვილი – 12 დღიანი პატიმრობა;
4. ირაკლი ნადირაძე – 13 დღიანი პატიმრობა;
5. ელგუჯა ბაგრატიონი – 12 დღიანი პატიმრობა;
6. დავით მჟავანაძე – 4 დღიანი პატიმრობა;
7. ირაკლი კაჭარავა – 4 დღიანი პატიმრობა;
8. ლუკა ჭიჭინაძე – 5 დღიანი პატიმრობა;
9. გიორგი ბუნტური – 5 დღიანი პატიმრობა;
10. დიმიტრი ბიძინაშვილი – 3 დღიანი პატიმრობა;
11. გურამ მჭედლიშვილი – 1000 ლარიანი გირაო;
12. პაატა სუსანაშვილი – სიტყვიერი გაფრთხილება.
მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებამ საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაური გამოიწვია. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბრის აქციაზე სულ 37 პირი დააკავეს.