აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთელი ღამე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენა. მათ წუხელ საქართველო -შვეიცარიის საფეხბურთო შეხვედრას დიდ ეკრანზე უყურა. ასევე დაურიგდათ საკვები და სასმელი წყალი.
არ ვიშლებით მოთხოვნების შესრულებამდე. ვამაგრებთ რუსთაველს, ვპიკეტირებთ სახელმწიფო შენობებს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ
მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით - მოძრაობა სირცხვილიას მოთხოვნები ცნობილია
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე სულ 21 კარავია გაშლილი.