აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადბს, რომ პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ვანო მაღალაშვილი პარლამენტის შესასვლელიდან გაიტაცა.
ფავლენიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ვანო მაღალაშვილი პოლიციამ გაიტაცა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან. ინტერვიუ მივეცით, ვსაუბრობდით და უცბად თქვენს სატელევიზიო კომენტართან დაკავშირებით საქმე გვაქვსო და მანქანაში ჩატენეს.
“ქართული ოცნების” ბოლო რეპრესიული გაბრძოლება!”, – წერს ფავლენიშვილი “ფეისბუქში”.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაღალაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რომლებიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.