LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გაჩერდეს“ პირველი გამარჯვებული „არ დაიდარდოს“ წამყვანი, ლევან გულბათაშვილი გახდა

963
levan-gulbatashvili-ar-gacherde

„რუსთავი 2“-ზე ახალი გასართობი გადაცემა დაიწყო, რომლის სახელწოდებაა „არ გაჩერდე“. გადაცემის მთავარი პრინციპია, იცოდე სიმღერების ტექსტები, მელოდიის სწორად შესრულება აუცილებელი არ არის, მთავარია, ტექსტი სწორად გააგრძელო.

გადაცემის წამყვანები არიან თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი, რომლებიც „რეზო და ბავშვებთან“ ერთად მაყურებელს დროს ხალისიანად ატარებინებენ.

პირველი გადაცემის მონაწილეები იყვნენ რადიო „არ დაიდარდოს“ დიჯეები, კატო კიკაბიძე, ნანკა ქოქიაშვილი, გიორგი არჩვაძე, ლევან გულბათაშვილი, ანუ გულბათი. სწორედ მან მოახერხა ყველაზე მეტი ქულის დაგროვება, ფინალში გასვლა და დამატებითი თამაშის მოგებაც, რის შედეგადაც „არ გაჩერდეს“ პირველი გამარჯვებული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები