LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე

57
fgj

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები ოპოზიციაში.

პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია გადაგომის შესახებ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამასთან, როგორც სამნიძე ამბობს, არ სჯერა, რომ ჟვანია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებდა. მისივე თქმით, მას კონსულტაციები “ქართულ ოცნებასთან” ექნებოდა.

“მე მქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე რეალობა და ღრმა კრიზისი შეიქმნა 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ამის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე იყო თამარ ჟვანია, სიმბოლურად მას უკავშირდება მთელი ეს კრიზისი. ამიტომ მე მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც მივიღებდით ახალ „საარჩევნო კოდექსს“, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. როგორც იცით, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პროცედურა არის შეცვლილი, ოპოზიციის ჩართულობის, ინკლუზიური პროცესის გარეშე შეუძლებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ახალი თავმჯდომარე იქნება ისეთი პროცედურებით არჩეული, რომ გააჩენს ნდობას”, – განაცხადა სამნიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქპოსტზე წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

ჟვანია აღნიშნავს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g