LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვაპირებთ გავაგრძელოთ საპარლამენტო ცხოვრება” – ფრაქცია „ლელო“ ბოიკოტს აცხადებს

84
BeFunky-collage

ფრაქცია “ლელო” აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებამოსილებას და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ფრაქციამ უკვე ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და გვსურს, ხელისუფლებამ მიიღოს ჩვენი ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც სერიოზული გაფრთხილებად იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას”, – თქვა ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ამავე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან და არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ.

“ეს არის შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ და ამას ადასტურებს არა მხოლოდ სამართლებრივი დეტალები, არამედ პოლიტიკური განცხადებები, სამარცხვინო, ადამიანობის ხაზს მიღმა გაკეთებული არაერთი პოლიტიკური განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინაშე არსებულ რისკებს, რასაც ხელისუფლება ჯიუტად არ აკეთებს კანონისა და პრაქტიკის საწინააღმდეგოდ. იცით, რომ აქამდე ათობით პატიმარი ყოფილა გადაყვანილი ჯანმრთელობის რისკების გამო სწორედ სამოქალაქო კლინიკაში. ასევე, ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო უმძიმეს შედეგებზე ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი სიტყვებით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g