LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს, ეს ჭორი სხვა ჭორებზე უფრო მეტად ჭორია: ბაქრაძე

55
დავით-ბაქრაძე

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ განაცხადა, საზოგადოებაში პარტიის დაფინანსების საკითხიც აქტუალური გახდა.

აღნიშნულს ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე და ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გახარიას პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მთავარი საკითხი არა დაფინანსება, არამედ ის არის, თუ რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შესვლას:

“არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს – ბევრი ჭორი მაქვს მოსმენილი და ეს ჭორი სხვა ჭორებზე უფრო მეტად ჭორია. მთავარი კითხვაა – რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შემოსვლას. მისგან რაც მოვისმინეთ, მან კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა. უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც ოთხი თვის წინ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისე საუბრობს, თითქოს, სულ ახლახანს რომელიღაც სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა საქართველოში და აღმოაჩინა, რომ თურმე ინსტიტუციები მოშლილია და კორუფციაა, მაშინ როცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციას იცავდა და ამბობდა, რომ ეს იყო ქართული “ჯიგრული” მოვლენა.

დღეს საუბრობს იმაზე, თუ როგორი ცუდია პოლარიზაცია და დაპირისპირება. ყველას გვახსოვს, 20 ივნისი და მისი მუქარა ოპოზიციის მიმართ – დაგამთავრებთო. ამ ყველაფერზე საუბარი ამ ტონალობაში საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვას აღძრავს, ვიდრე პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება მისი პოლიტიკაში შემოსვლა.” – თქვა ბაქრაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები