LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი კვარამდე მიაღწევს თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ მაინც მივმართავ..“ – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

902
BeFunky-collage (1)

ხვიჩა, შენ უკვე შეცვალე ბევრი რამე უკეთესობისკენ და დარწმუნებული ვარ უფრო მეტს შეცვლი!, – ასე ეხმაურება  იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებებს მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს.

„ერთხელ კვარაცხელიასაც ჰკითხეთ თქვენზე რას ფიქრობს, ნუ საერთოდ, თუ იცის ვინ ხართ.

ან უგულშემატკივრეთ ან შეეშვით.

რას ითხოვთ? თან 7-ჯერ ივარჯიშოს დღეში და თან უნდა ერკვეოდეს, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რისკებს

აანალიზებდეს, ჭვრეტდეს საფრთხეებს, ზედმიწევნით იცოდეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია, იცოდეს სამი მკვდარი ენა, უსმენდეს შუბერტს და ჰერბი ჰენკოკს, ერკვეოდეს კუბიზმში და ამავდროულად კოსმოსს სწავლობდეს.

დიდი სპორტსმენი ბიბლიოთეკაში ვერ გახდები.

ზოგმა მთელი ცხოვრება განათლებას დაუთმეთ, ბევრმა მართლა მიიღეთ ზღვა ინფორმაცია მაგრამ მაინც პრო*ჭები რატომ ხართ?

არ ვიცი კვარამდე მიაღწევს თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ მაინც მივმართავ.

ხვიჩა, შენ უკვე შეცვალე ბევრი რამე უკეთესობისკენ და დარწმუნებული ვარ უფრო მეტს შეცვლი!

ბევრი ემიგრანტია ჩემი გვერდის გამომწერი და ისინი ბედნიერები არიან იმით რომ ის ადამიანები ვისთანაც მომვლელებად,

მოახლეებად და დამხმარეებად მუშაობენ უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან, იმ დღიდან როცა გაიგეს რომ კვარაც ქართველია ❤️

პატარა ქვეყნის შვილი ხარ და შენ შეგიძლია ჩვენი ქვეყანა გააცნო მსოფლიოს ისე როგორც ბევრმა დიდმა ვარკვლამბა თავისი პატარა ქვეყანა გაგვაცნო!

აბა შენ იცი ბიჯო!“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

გარი ლინეკერი: ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა

„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის არის..“- რას წერს ნინო ლომჯარია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ღმერთო, მადლობა რომ ეს ფენომენი გვაჩუქე ქართველებს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები