LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ – ფინანსთა მინისტრის აღიარება

164
7777

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის მიერ შემუშავებულ 2020 წლის კრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა ყველა კაპიკს გამოეკიდა და ამას არ თაკილობდნენ.

მინისტრის თქმით, შემცირდა ხარჯი ყველა იმ პროექტის მიმართულებით, რომლებიც არსებული სიტუაციის გათვალისწინებით არარელევანტური და არაპრიორიტეტული გახდა.

„ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა ხდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა ის სტანდარტული ცვლილებები, რომლებიც წლიდან წლამდე ხდებოდა, ესაა ფაქტობრივად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული, ცვლილებები, თავისი მასშტაბით არის ძალიან დიდი. ჯამში 600 მილიონამდეა დანაზოგი, 300 მილიონი კაპიტალურ და 300 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯების ნაწილში იმ ბიუჯეტთან შედარებით, რაც 2019 წლის ბოლოს მომზადდა. დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ აქ არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგან 100 000 და ზოგან 200 000 ლარი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ფინანსები, რომლებიც საჭიროა პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისა და მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, პანდემიის დროს ხარჟების შემცირებას მაქსიმალურად ცდილობენ.

„შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პანდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, მაქსიმალურად შეგვემცირებინა. ასევე, დონორი ორგანიზაციებიდან მოგვეძიებინა თანხები და ამ რესურსის ხარჯზე შეგვექმნა რამდენიმე პროგრამა. ეს იყო სოციალური მხარდაჭერის მსხვილი პაკეტი, ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი, ცალკე იყო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი და დეველოპმენტის მხარდამჭერი პაკეტი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები