LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არალეგალებს საარჩევნოდ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეუძლიათ, სიას არავის გადავცემთ – საგარეო უწყება

90

საარჩევნოდ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მათაც შეუძლიათ, ვინც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება, ამ სიას არავის გადავცემთ, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, 39 სახელმწიფოში 56 000 საარჩევნო უბანია გახსნილი, საკონსულო აღრიცხვაზე კი 53 139 მოქალაქე დგას.

“წარმოიდგინეთ, რამდენი ჩვენი მოქალაქე იმყოფება საზღვარგარეთ და რა ცოტა არის საკონსულო აღირცხვაზე. ჩვენ გავამარტივეთ აღირცხვაზე დადგომა და მოქალაქეებს სახლიდან შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა ეს 53 ათასზე მეტმა მოქალაქემ არ გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ, რომ აღრიცხვაზე დადგომა დამატებით პრობლემასთან, ან რაიმე სახის რისკებთან არ არის დაკავშირებული,” – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს სავარაუდოდ, პრობლემების შექმნის ეშინიათ, ამიტომაც არ რეგისტრირდებიან.

“მაგრამ ვისგან ეშინიათ, საქართველოს საკონსულოსგან? საკონსულო ამ ინფორმაციას არ გადასცემს სახელმწიფოს. არ არის საშიში აღრიცხვაზე დადგომა, დამერწმუნეთ,” – აღნიშნა კონსტანტინიდიმ და დასძინა, რომ არალეგალურად მყოფი ადამიანები დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრებასაც ერიდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები