სამორინე „ამბასადორი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი მათ დაწესებულებას არ სტუმრობდა და საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
ასევე სიცრუეა ის ფაქტი, რომ მან სამორინეში დიდძალი თანხა წააგო, რადგან ის ვერიფიცირებული საერთოდ არ ყოფილა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ამ წუთებამდე ვრცელდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებული პიროვნება სტუმრობდა სამორინე ამბასადორს, წარმოადგენს სიცრუეს.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სასტუმრო „ამბასადორი“: შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია
შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია
ვიდეო: თბილისში, შავთელის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია