LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არარეალურ გეგმებზე საუბრით ნუ შეწუხდებით – რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ: მიხაილო პოდოლიაკი

149
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ „რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და ომი მხოლოდ რუსეთის დამარცხებით უნდა დასრულდეს“.

მისი თქმით, ამ მიზნით საჭიროა უკრაინისთვის არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება.

„არარეალურ გეგმებზე საუბრით ნუ შეწუხდებით. მაშასადამე, ჰემინგუეის პერიფრაზირებაა: „გამარჯობა, იარაღო!“ არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საჭირო პროპორციებით“, – აცხადებს პოდოლიაკი.