LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არარუსულენოვან ბაზრებზე წარმატების მიღწევას დიდი ძალისხმევა სჭირდება” – რომელ ქვეყნებში შეიძლება გაიყიდოს ქართული ღვინო

181
ღვინო (2)

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი “ფორტუნასთან” განმარტავს, რატომ არის რუსეთი ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი. მისი განცხადებით, რუსული ბაზრის ჩანაცვლებას ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.

“ქართული ღვინო რუსეთში პოპულარული, პირველ რიგში, იმიტომაა, რომ ამას 200-წლიანი მარკეტინგი ჰქონდა მანამდე, ასევე ის, რომ საბჭოთა კავშირის იყო ჩაკეტილი ეკონომიკა და ქართულ ღვინოს არ ჰყავდა კონკურენტი, არ არსებობდა ალტერნატივა. ასევე, მთელი საბჭოთა კავშირი დასასველებლად ჩვენს კურორტებზე დადიოდა, ამიტომ ჩვენი ღვინისა და გასტრონომიის მიმართ ჩამოყალიბდა ბუნებრივი ტრფობა. ამიტომ, ინტერესი არა მხოლოდ რუსეთში, რუსულენოვან ქვეყნებში, ფაქტობრივად, გენეტიკურია. ჩვენც სწორედ ამიტომ ვართ დამოკიდებული, რომ არის ასეთი უზარმაზარი მოთხოვნა და ასევე, ის, რომ არარუსულენოვან ბაზრებზე წარმატების მიღწევას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ის, რომ რუსულენოვან ბაზრებზე ჩვენ პოპულარული ვართ, ეს არის 200 წლის მარკეტინგი, დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე მეღვინეობაა ამ ხნის არაა. ჩვენი მეღვინეობა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში გაცილებით ახალგაზრდაა”, – განმარტავს შალვა ხეცურიანი.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე განხორციელებულია. შალვა ხეცურიანი “ფორტუნასთან” იმ ქვეყნებსაც ასახელებს, სადაც ქართულ ღვინოს, ექსპორტის თვალსაზრისით, პერსპექტივა აქვს.

სად გაიტანენ ქართულ ღვინოს 2023 წელს - ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.

“პირველ რიგში უნდა მოხდეს ვენახებისა და ქვევრის ღვინოების კლასიფიკაცია. ასევე, გაგრძელდეს ის აქტივობები, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკეთებს ახლა, რაც ძალიან კარგია. მაგრამ, არც ერთი მარკეტინგული აქტივობა არ იქნება ისეთი ეფექტიანი, თუ არ მოხდა კლასიფიკაცია. ეს უნდა მოხდეს კერძო ბიზნესის და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი მუშაობით. ბაზრებს შორის გამოვყოფდი პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებს, დიდი ბრიტანეთს, სკანდინავიის ქვეყნებს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს”, – აცხადებს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

 

თურქეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – რას ვყიდით და რას ვყიდულობთ