LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს უნდა ელოდო განსაკუთრებულ პირობებს საკუთარი საქმის დასაწყებად“ – ბიზნესმენის ისტორია

1589
biznesmanstory

რუბრიკაში „ბიზნესმენის ისტორია“ წარმოგიდგენთ ქეთი რატიანის ისტორიას.

ქეთი რატიანი  – კომპანია „პამაქელას“ დამფუძნებელი.

პამაქელა – ასე ქვია კომპანიას, რომლიც 2014 წელს მე და ჩემმა მეგობარმა მარიამ შენგელიამ ერთობლივად შევქმენით. ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ საკუთარი ბიზნესი გვექნებოდა. მე და მარიამი ტელევიზიაში ვმუშაობდით, ბიზნესისთვის არც თავისუფალი დრო და არც საწყისი ფინანსები გაგვაჩნდა. სურვილი, რაიმე საქმე დაგვეწყო საკმაოდ დიდი იყო. საკუთარი ხელფასიდან 150-150 ლარი გადავდეთ და სამკაულები შევიძინეთ, რომლის რეალიზებაც სოციალური ქსელით მოვახდინეთ. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ საწყისი თანხაც შეგროვდა და დავიწყეთ ხის სუვენირები დამზადება. ახლა ღიმილით მახსენდება ის დრო. ჩვენი დამზადებული პროდუქტი ძალიან მოგვწონდა, თუმცა მომხმარებლის ყურადღება ვერაფრით მივიქციეთ. ცოტაც და დავნებდებოდით, სწორედ ამ დროს ბოლო პროდუქტი ავტვითეთ ჩვენს გვერდზე, რომელისგანაც სარეალიზაციოდ ყველაზე ნაკლები მოლოდინი გვქონდა. საოცრება მოხდა. ერთ კვირაში მთელი მარაგი გაიყიდა და გაჩნდა დიდი მოთხოვნა. ამ უეცარმა წარმატებამ გაგვაძლიერა და სტიმული მოგცა. დღისით ტელევიზიაში ვმუშაობდით და ღამე პროდუქტებს ვამზადებდით. მალე კორპორატიული შეკვეთებიც გამოჩნდა. მივხვდით, რომ საქმეს სერიოზულად უნდა მოვკიდებოდით და ბიზნესში აქტიურად ჩავრთულიყავით. სტარტაპების პროგრამები, რაც იმ პერიოდში ამოქმედდა ჩვენი პროდუქტის დახვეწისთვის გადამწყვეტი იყო. ამჟამად, ხის ათეულობით სახის პროდუქტი გვაქვს. ვიყენებთ სხვადასხვა მასალას, კაკალს, წიფელას, წაბლს და ფიჭვს. სეზონურად გვაქვს პამაქელას ნაძვისხეები, რომლიც აქტუალობას ბოლო წლებია არ კარგავს. ხის და ფერადი თექის ბურთების ერთობლიობა დიდ მოწონებას იმსახურებს და კორპორატიულ საჩუქრად ხშირად ირჩევენ. ამ პროდუქტში თითქოს ჩვენი ხასიათიც ჩანს. კედლის ხის სიმაღლის საზომი სახაზავი – ეს პროდუქტი განსაკუთრებით სასურველი იმ ოჯახებისთვისაა ვისაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ალბათ ბევრ სახლში შეგხვედრიათ კედელზე ნახაზები, სადაც წლები, თვეები და რიცხვებია მიწერილი. ეს არის ისტორია, თუმცა წლებთან ერთად ამ მეტად ჩვენთვის ძვირფას მინაწერებს ვკარგავთ რემონტისა თუ საცხოვრებლის შეცვლის გამო. ეს ხის სახაზავი ისტორიას გვინახავს. სხვადასხვა გმირებით გაფორმებული და სახელობითი სახაზავები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სასაჩუქრედ. კორპორატიულმა შეკვეთებმა კი გვიბიძგა საქმე გაგვეფართოვებინა და მხოლოდ ხის სუვენირებით არ შემოვფარგლულიყავით. ახლა უკვე მრავალფეროვანი პროდუქტები გვაქვს, ვკერავთ ჰუდებს, საწვიმრებს, სამედიცინო პერსონალის თუ სხვადასხვა სახის სპეციალიზირებულ უნიფორმებს. ვაკვირდებით ბაზარს და ამავდროულად მუდმივად ვართ ძიებაში, რა შეიძლება იყოს მოთხოვნადი და ვცდილობთ მივყვეთ და მოვერგოთ მომხმარებლების სურვილებს. ასევე დავიწყეთ ხის დეკორატიული ავეჯის დამზაადება. ეს ახალი გამოწვევაა ჩვენთვის.

მიხარია რომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ხშირად ვმონაწილებთ გამოფენებში და ის რომ მომხმარებელი გვცნობს და გვეძებს კიდეც ძალიან გვეამაყება. როცა ეს საქმე დავიწყეთ, ხის სუვენირებზე სულ რამდენიმე სტარტაპი ვიყავით, დღეს კი საკმაოდ ბევრნი ვართ. ეს ძალიან კარგია. შესაძლებლობები ძალიან დიდი გვაქვს და რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი უნდა იყოს ბაზარზე.

ამ რამდენიმე წლიანმა მუშაობამ კი ბევრი რამ გვასწავლა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. არასდროს უნდა ელოდო განსაკუთრებულ პირობებს საკუთარი საქმის დასაწყებად. მთავარია სურვილი და შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად შრომა. როგორი შემართებით ვუდგებით ჩვენ საქმეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ბიზნესზე. ყოველთვის უნდა ცდილობდე გესმოდეს მომხმარებლის, რა სურს, რა მოსწონს და იმის მიხედვით იმუშაო. მთავარია დაწყება, შემდეგ მუშობის პროცესში კი უამრავი იდეა მოგდის. ერთმა საქმემ შეიძლება სრულიად სხვა ინსპირაცია მოგცეს და იქ იპოვო საკუთარი თავი. გახსოვდეთ, ნებისმიერი იდეა რომელიც მოგივათ აზრათ იმსახურებს ცდას, რადგან არავინ იცის, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეისგან რამხელა საქმეს ააწყობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები