პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ახალი დოკუმენტური ფილმის „ჰარი და მეგანის“ ახალი, რიგით მეორე ტრეილერი გაავრცელეს. „ნეტფლიქსის“ ახალი სერიალის ეს ტრეილერი კიდევ უფრო მძაფრი და სკანდალური აღმოჩნდა. ანონსში ისმის პრინცი ჰარის სიტყვები, ,,არავინ იცის, რა ხდება დახურულ კარს მიღმა”. ამასთან კადრებში ისევ ჩანს ატირებული მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, რომელიც მეგანის ცრემლების გამო, საკუთარ ოჯახს აკრიტიკებს.
გამოცემა „Vanity Fair“ სამო ოჯახის უახლოესი გარემოცვის კომენტარებს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბუკინგემის სასახლე აღშფოთებულია ამ ფაქტით.
ტრეილერის გავრცელების დღე, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა, რაც კიდევ ერთი გამოწვევა გახდა. „ეს ომის გამოცხადებაა!!“ – ამბობს გამოცემასთან საუბრისას ინსაიდერი.
სიყვარულმა გაიმარჯვა – ჰარისა და მეგანის შესახებ სკანდალური სერიალი გამოდის