LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ძლიერი მენეჯერი იყო და რადიკალური შეხედულებებით გამოირჩეოდა – ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ღარიბაშვილზე

107
სამოლე და ჯიო (6)

რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის შემობრუნება პოლიტიკურ ავანსცენაზე და რამდენად შეძლებს ის განმუხტოს კრიზისი, როგორ შიდა და ასევე საგარეო ასპარეზზე? – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ისაუბრა.

მისი შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ირაკლი ღარიბაშვილის ხელში დიდად მოსალოდნელი არ არის, რადგან ის რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევა. ექსპერტმა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური წარსულიდან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. მათ შორის, 2015 წელს სხვადასხვა რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ 19 ოფისსზე მომხდარი თავდასხმა გაიხსნა და აღნიშნა, რომ მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების გამაერთიანებელი ყოფილიყო, ძალადობის წამხალისებელად მოგვევლინა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი ოპონენტების მორევის გზას აირჩევს, ნაცვლად ეროვნული კონსესუსის გზისა.

„თავად ხელისუფლებამ დაგეგმა თავდასხმა მაშინ, აღნიშნული საერთაშორისო ავტორიტეტული არასამათავრობო ორგანიზაციის ანგარიშშიც იყო ასახული.

გვახსოვს ღარიბაშვილის განცხადებები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მადლობა უნდა თქვას, რომ მოსახლეობა იმას არ უკეთებს , რასაც თავად უკეთებდაო. რადიკალური განცხადებები გვახსოვს. ის არის რადიკალი ლიდერი. გარდა ამისა, ლარის კურსი მისი პრემიერობის დროს 43% -მდე გაუფასურდა”,- განაცხადა ექსპერტმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ძლიერი მხარე რაიმე სხვა მიმართულებით პრემიერობის კანდიდატს, ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ასოცირდება (ევროკავშირთან) ასოცირების ხელშეკრულებასთან.

„ეს მოხდა 2014 წელს. თუმცა ეს იყო პროცესის გაგრძელება. თუმცა ის არც ძლიერი მენეჯერი იყო და რადიკალური შეხედულებებით გამოირჩეოდა, რაც ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ვერც ეროვნული კონსესუსის მიღწევას“.- განაცხადა ექსპერტმა.

პრემიერის ცვლილების ფაქტორთან გვაქვს საქმე: ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მინისტრთა ახალ შემადგენლობაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g