LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი საუნივერსიტეტო სივრცე არ იქნება გამოყენებული, ეროვნული გამოცდები ჩატარდება სკოლებში – ნუნუ მიცკევიჩი

99
unnamed

გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად თითქოს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების ჩატარება სახელმწიფო უნივერსიტეტების სასწავლო შენობებში იგეგმება არ ეთანხმება საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი.

მან „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ გამოცდების ჩასატარებლად სპეციალური სივრცეები მხოლოდ სკოლებშია გამოყოფილი.

აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება პირბადის გარეშე შეეძლებათ: რა შემთხვევაში ჩაირთვება კონდიციონერი

„არცერთი საუნივერსიტეტო სივრცე არ იქნება გამოყენებული ამისთვის, ტრადიციულად გამოცდები იმართება სკოლებში. სულ არის 24 საგამოცდო ცენტრი ორგანიზებული. გამოყენებულია საკლასო ოთახები და სპორტდაბაზები, რომელიც საგამოცდო სექტორებადაა დაყოფილი.  აბიტურიენტებმა უკვე მიიღეს საგამოცდო ბარათები, სადაც მითითებულია სექტორების მიხედვით რიგის ნომრები, თუ სად უნდა მოხდეს თითოეული აბიტურიენტის განთავსება“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები