LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი – რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

230
არჩევანი

„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა.
“ერთად ვიქნებით, ქვეყანა გამარჯვებამდე მივა” – განაცხადა შეხვედრის მასპინძელმა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

რატომ არ გაათავისუფლეს რურუა – რა სცენარს მიჰყვება ხელისუფლება

რადიო თავისუფლება-ს ფოტო.

„პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად.

ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის, და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე.

ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა და დღევანდელმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია.

ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რადიო თავისუფლება-ს ფოტო.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილის სულ 3 არჩევანი აქვს – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი.

„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ის რას აირჩევს მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე.

ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი აუცილებლად გახდებოდა. 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. ამას მოითხოვს განსხვავებული ხასიათი ამ არჩევნებზე ბრძოლის. ყველა უნდა წავიდეთ წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მაჟორიტარების საკითხში კოორდინაციას და ერთიან მაჟორიტარზე შეჯერებას ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, იმისათვის, რომ ოლიგარქის მხრიდან ხელისუფლების მიტაცება არ მოხდეს, ოპოზიციის მხრიდან საჭიროა ერთიან მაჟორიტარებზე შეჯერება ძირითად ოლქებში.

მაჟორიტარობას აპირებს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც. მისი თქმით,  1-2 კვირაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში.

„პირადად მე ვმონაწილეობ და სავარაუდოდ, თბილისში მაჟორიტარობასაც ვაპირებ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„მაჟორიტარ კანდიდატებად ისეთი ადამიანები იყვნენ დასახელებული, რომელთა მიმართ საზოგადოებას აბსოლუტური მხარდაჭერა თუ არა, სერიოზული პრეტენზიები მაინც არ აქვს“, – აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g