LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას” – ბაია პატარაია

505
befunky-collage-2020-06-14-10-45-28-177877

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი პოლიტიკური ელიტით იმედგაცრუებულია. ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ  ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას არ აღიარებს, მთავრობის ოპონენტები კი არ ითხოვენ არჩევნების გადადებას.

“კოვიდის გამძვინვარების ფონზე (როცა ინფიცირებულების რაოდენობით პროცენტულად აშშ და ინდოეთს გადავასწარით), ხელისუფლება არ აღიარებს კატასტროფას, ოპოზიცია კი არ ითხოვს არჩევნების გადადებას.

შეგრძნება მაქვს, რომ არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. და ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას, ოღონდ წინასაარჩევნო მარათონში ხელს ნუ შევუშლით და დაე, დავხოცილვართ მოსახლეობა.

ქოცები უთანასწორო პირობებში გამარჯვებას ელიან, ოპოზიცია კი რევოლუციურ სცენარს. არავის უნდა ე.წ. კოაბიტაცია და პატიოსანი არჩევნები.

მიუხედავად დაბალი მოლოდინებისა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ პოლიტ.ელიტით.”- წერს ბაია პატარაია.

კორონავირუსის გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება ერთად საკვების მიღებას! ისადილეთ მარტომ, ან საკმაო დისტანციის დაცვით – ექიმი დავით გადელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g