არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, გივი ტატუნაშვილი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ცნობისთვის,არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.
ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს, სახელწოდებით “ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.