LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არხზე ბრუნდება უცნობი, ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია, ვტოვებ „მაესტროს“ – ვაკო ავალიანი

161
vako da ucnobi

„მაესტროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვაკო ავალიანმა პოსტი დატოვა. ამის შესახებ ავალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე და არხის ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია, ამიტომაც ის ტოვებს “მაესტროს”.

“ვტოვებ „მაესტროს“ სადაც, კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს.

არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, (რამდენიმე პროექტით) არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად წარმატება „მაესტროს“ და მაესტროელებს”, – წერს ვაკო ავალიანი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უცნობმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „მაესტროში“ საკუთარი პროექტებით დაბრუნდება და დასძინა, რომ „ტვ პირველმა“ თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები