„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესამდე გამამხნევებელ პოსტს უძღვნის.
„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში, დიდი ომის მიუხედავად შეძლო და შეინარჩუნა ოთხი წელი „რუსთავი 2“, აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“.
ასამართლებენ იმის გამო, რომ უამრავი პრობლემის და უმძიმესი წლების მიუხედავად, მისი მმართველობის ბოლო დღემდე – „რუსთავი 2“ იყო ლიდერი და სხვა ვერავინ შეძლებდა ამას.
ზუსტად ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ, განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე და ამიტომაც აუცილებლად მოიგებ ამ ომს!“ – წერს მელაძე.