რამდენიმე საათის წინ მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელში საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო გაავრცელა. ამით ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა ახალი წლისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო: „ამერიკის სული ანათებს“ – ასე შეაფასა პირველმა ლედიმ თეთრად და ოქროსფრად მორთული ინტერიერი. ამჯერად კი ინტერენტში ვიდეოსთან ერთად ფოტოებიც ვრცელდება.
თავად მელანია დიდი და პატარა ზომის ნაძვის ხეებს შორის მოაბიჯებს და თავადაც თეთრი ფერის კაბასა და მოსასხამშია გამოწყობილი.
“ამერიკის სული ანათებს” – მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო (ვიდეო)