აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩამოაყალიბებენ ერთობლივ ჯგუფს, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების აღრიცხვაში დაეხმარება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ახალი მექანიზმი, რომელსაც სასტიკ დანაშაულებთა მრჩეველთა ჯგუფი ერქმევა, სტრატეგიულ რჩევებს მიაწვდის და ოპერატიულ დახმარებას გაუწევს უკრაინის გენერალური პროკურატურას.

ბლინკენის განმარტებით, ერთობლივი ჯგუფი ასევე უზრუნველყოფს დაფინანსებას საერთაშორისო პროკურორებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც რეგიონში მუშაობენ.

 

მსგავსი თემები