LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სამსახურიდან გათავისუფლდნენ

93
1

აშშ-ის არმიში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადეს.

მას შემდეგ, რაც აგვისტოში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ “ფაიზერის” ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოვალეობის ყველა შემსრულებელმა უნდა მიიღოს ვაქცინაცია.

აშშ-ის არმიაში ამბობენ, რომ ჯარისკაცებს შეუძლიათ მოითხოვონ ვაქცინაციისგან გათავისუფლება ლეგიტიმური სამედიცინო, რელიგიური ან ადმინისტრაციული საფუძვლებით.

“სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, კონსულტაციას გაივლიან მეთაურებთან და სამედიცინო პერსონალთან, უარის გაგრძელებამ კი ადმინისტრაციული ან არასასამართლო წესით გამოყენებადი სასჯელი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის მოვალეობის შესრულებისგან დროებით გათავისუფლება ან დათხოვნა.

ეს, ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათი ოჯახებისთვის და იმ თემებისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ”,- განაცხადა აშშ-ის არმიის ქირურგმა გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g