აშშ-ს სენატი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებასა და ვლადიმირ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას აშშ-ის სენატმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
რეზოლუცია მოუწოდებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს, გამოიძიოს რუსეთის პრეზიდენტისა და მისი რეჟიმის, მათ შორის, რუსი სამხედროების უკრაინაში შეჭრის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.
“ამ დარბაზში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ – ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას”, – განაცხადა დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
რეზოლუცია რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა.
როგორც მედიასაშუალებებში გავრცელებულ შეფასებებშია აღნიშნული, ეს რეზოლუციის ერთსულოვანი მხარდაჭერა კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: