LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, რომელ ქვეყნებს გაუნაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას: ბლინკენი

73
Untitled design (1)

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს და გამოაცხადებს, რა პრინციპით გადაუნაწილებს დაპირებული ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადსხვა ქვეყანას.

ამის შესახებ გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა განაცხადა.

“აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე და ამ პროცესს არ დაუკავშირებს პოლიტიკურ კონტექსტსს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ განვაცხადებთ თუ რა გეგმით, რა კრიტერიუმების  მიხედვით გადანაწილდება ვაქცინები.” – განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტული ქვეყნებისთვის დაპირება არ მიუციათ და ჯერ კონკრეტულად არ იციან, როგორი იქნება საბოლოო გადანაწილება. მისი თქმით, მნიშვნელოვანი მაინც ეპიდვითარებაა და იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ჯაჭვი გაწყდეს, უპირატესობა იმ ქვეყნებს მიენიჭება, სადაც კრიზისული ვითარებაა.

ბლინკენის თქმით, გეგმაში, რომელიც გამოქვეყნდება, ძირითადად ასახული იქნება გადანაწილების პროცესის კრიტერიუმები და დეტალები და შტატები ყურადღებას გაამახვილებს სამართლიან განაწილებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g