LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აცხადებს – სიაში მოხვდნენ პუტინის ქალიშვილები, ლავროვის მეუღლე, უშიშროების საბჭოს წევრები

152
Untitled design (14)

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას იწყებს.

სანქციების ახალი პაკეტის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადეს.

სანქციები ეხება “სბერბანკსა” და რუსეთის პრეზიდენტის შვილებს, ასევე იკრძალება ინვესტიციები:

“ოთხშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აშშ-ის სანქციები ეხება რუსულ ბანკებსა და ელიტის წარმომადგენლებს. ახალი პაკეტის მიხედვით, იკრძალება შტატების ნებისმიერ მოქალაქის მიერ რუსეთში ინვესტიციების განხორციელება.

ის აკრძალვას, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა და კიევმა მოსკოვი დაადანაშაულეს უკრაინაში ომის დანაშაულებში.

სანქციები უწესდება სბერბანკს, რომელიც ფლობს რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების მესამედს და ალფაბანკს.

აშშ სანქციებს უწესებს რუსეთის პრეზიდენტის ზრდასრულ ქალიშვილებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მეუღლესა და ქალიშვილს და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ზომებს სახაზინო დეპარტამენტი ხუთშაბათს გამოაცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g