აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული უმრავლესობით მხარი დაუჭირა შეერთებულ შტატებში რუსული ნავთობის, ბუნებრივი გაზის და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას.
კანონპროექტის ასევე ითვალისწინებს ზომების მიღებას იმისთვის, რომ გადაიხედოს რუსეთის როლი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ხელახლა მიენიჭოს ავტორიზაცია მაგნიტსკის აქტს, რათა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს.
კანონპროექტს ხმა 414-მა კონგრესმენმა მისცა, 17 კი, ორი „დემოკრატი“ და 15 „რესპუბლიკელი“ წინააღმდეგი წავიდა.