“დელტა” ვარიანტი შეერთებულ შტატებში დომინანტური შტამი გახდა, – Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამის მონაცემებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი დაინფიცირების შემთხვევების 51.7%-ი „დელტა“ ვარიანტზე მოდის.
რაც შეეხება „ალფა“ ვარიანტს, რომელიც „ბრიტანული ვარიანტის“ სახელითაცაა ცნობილი და რომელიც აქამდე აშშ-ში დომინანტი იყო, ახალ შემთხვევებში მისი წილი 28.7%-ს შეადგენს.