აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეფერხებამ, შესაძლოა, აფხაზეთის რუსეთთან ურთიერთობები გააციოს.
ამის შესახებ ინფორმაციას, apsadgil-ი ავრცელებს.
როგორც აფხაზური გამოცემა წერს, ბჟანიამ ამის თაობაზე სოხუმის რაიონის დეპუტატმა კან კვარჩიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
კვარჩიამ მას შეთავაზა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაარემონტონ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ობიექტზე არსებული ტერიტორიები, თუკი თავად რუსეთს, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს უფლება იმ ობიექტების რემონტი ჩაატაროს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ არის [ოფიციალურად ამაზე აპელირებს რუსეთი, როდესაც ბიჭვინთის აგარაკს საკუთრებაში ითხოვს]
როგორც ამაზე საპასუხოდ, ბჟანიამ აღნიშნა, “სახელმწიფო აგარაკის საკითხი – არ არის ერთადერთი, რომელიც სახელმწიფოების ურთიერთობებში ღიად რჩება”.
აქვე ბჟანიამ შეახსენა, რომ რუსული მხარე სთავაზობდა განეთავსებინა ოჩამჩირის რაიონში აფხაზურ-რუსული ერთობლივი სამხედრო ბაზები საკუთრების უფლებით.
“დაახლოებით, ანალოგიური მიზეზებით ეს არ განხორციელდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ის ასეც ვერ იქნა რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. შეთანხმებაში ეწერა, რომ მათი გასვლის შემდეგ, ნაწილი აფხაზეთის მხარეს დარჩებოდა. ეს ის საკითხია, რომელიც ჩემ მიმართაც ისმებოდა. მე აქამდეც მითქვამს, რომ რუსეთთან არაფერი მოხდება, მხოლოდ ურთიერთობების გარკვეული გაციება, მაგრამ შევეცდებით ეს გაციებაც გადავიტანოთ”,- აცხადებს ბჟანია.
სერგეი შამბა: “თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი თავდასხმას ვერ გაბედავს”