LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკას” ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი პირები აიცრებიან: გაბუნია

106
Untitled design (2)

“სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი.” – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნია გამოეხმაურა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაავგავრცელებულ დამატებით ინფორმაციას ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ და თქვა, რომ  კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე:

“როგორც წამლის სააგენტომ, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.

ექსპერტების კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე, თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და ასტრაზენეკას შორის, უიშვიათესია ეს გართულება, დღევანდლამდე არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით 4 – 1 მლნ. მოსახლეზე, ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ასტარზენეკას გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაში.” – განაცხადა გაბუნიამ.

მიის თქმით, ამ ეტაპზე, შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, “ასტრაზენეკასთვის” აღარ მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები