LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენში სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა

61
1

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პოლიციამ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

დემონსტრანტები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საბერძნეთის მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ახალი კანონპროექტი დააინიცირა.

საკანონმდებლო ორგანოს მთავრობამ გუშინ წარუდგინა ინიციატივა, რომელიც ხანდაზმულთა სახლებისა და მოვლის დაწესებულებების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში კი, თუ პერსონალი კოვიდვაქცინით არ აიცრება, აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ხელფასის შენარჩუნების გარეშე სამუშაოს ჩამოშორდება.

შეგახსენებთ საბერძნეთში სავალდებულო გახდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების აცრა.

 

 

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, საბერძნეთის პარლამენტთან 1 500-მდე მოქალაქე შეიკრიბა. პოლიციამ კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავთა კორდონების გარღვევა სცადეს.

სამართალდამცავ უწყებებში განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საავტომობილო გზის ნაწილის გახსნის მოთხოვნას და სამართალდამცავებს ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები