უკრაინაში მყოფი ქართველის, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. თავდაპირველად ნადირაძემ გაავრცელა ქართველი პარტიზანების ერთი წევრის დაღუპვაზე, ხოლო შემდეგ, კიდევ ორი მებრძოლის დაღუპვის შესახებ დაწერა.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული – ზაზა ბიწაძეა.
“ქართველი პარტიზანი ზაზა ბიწაძე აღარ გვყავს….. აუ, რა მაგრად გაგვიჭირდება უშენოდ ცხოვრება ზაზა ძმაო…”, – წერს ვანო ნადირაძე.