LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებელია, ხელების მაქსიმალურად დაცვა სახესთან კონტაქტისგან, ეს  ინფექციის გავრცელების პირველწყაროა“  – ეკა უბერი COVID19-ის პრევენციაზე

30763
ekauberkorn-news

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში COVID19-ის პრევენციაზე ისაუბრა:

„გამომდინარე იქიდან, რომ COVID19-ის ახალი შტამი არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის უცხოა, მწირია ინფორმაცია მისგან გამოწვეული დაავადებებისა და კლინიკური სიმპტომატიკის შესახებ. ინფორმაციას მხოლოდ ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მაგალითზე ვაგროვებთ, ამიტომ მხოლოდ მოკლე მიმოხილვა შეიძლება გაკეთდეს.

ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსი ბავშთა ასაკში მინიმალისტური რაოდენობით არის და იგივე უჰანის მაგალითზე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ ბავშვებიდან უმრავლესობას მსუბუქი კლინიკური სიმპტომატიკა ჰქოდათ, ზოგიერთს აღენიშნებოდა პნევმონია, თუმცა ყველა გამოჯანმრთელდა. იგივე მონაცემებს ავრცელებს სამხრეთ კორეა, სადაც ინფექცია ასევე მსუბუქად მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ მოწყვლადი პოპულაცია 70 წელს ზემოთ მოსახლეობა აღმოჩნდა. შესაბამისად, მათზეა განსაკუთრებული აქცენტები, რომ მაქსიმალურად შეეცადონ, აუცილებელი საჭიროების გარდა, თვითიზოლაცია მოახდინონ.

ასევე  ბოლომე არა არის ცნობილი დაავადების გავრცელების გზები. არსებობს ინფექციის მწვავე მიმდინარეობა და ასევე, მინიმალისტური კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარე შემთხვევები. ეს კი რესპირატორული სისტემის გამოვლინებებს გულისხმობს. ეს არის სპაზმური ხველა, ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სხვა მინიმალური გამოვლინებები, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში სხვა ადამიანზე გადაცემის რისკი პრაქტიკულად შეიძლება იგივე იყოს, რაც ინფექციის მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში. ვარაუდია, რომ ინფექციის გავრცელება ხდება  არა ავადობამდე ერთი დღით ადრე, არამედ 2-10 დღით ადრეც. ეს ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, რაც ნიშნავს, რომ დაინფიცირებული ადამიანი ხველის და ცემინების შემთხვევაში, ვირუსს ავრცელებს გარშემომყოფებში და ასევე იმ საგნებზე, რასაც ეხება. ამიტომ პირველი აუცილებელი პირობა არის ის, რომ მინიმალური სიმპტომატიკის შემთხვევაშიც, ადამიანებმა თავი დაიცვან, იარონ პირბადით, ასევე საკმაოდ რთული შესასრულებელია, მაგრამ აუცილებელია, ხელების მაქსიმალურად დაცვა სახესთან კონტაქტისგან. ადამიანი საათში საკმაოდ ბევრჯერ,  საშუალოდ 15-20 ჯერ ეხება თავის სახეს, ეს  ინფექციის გავრცელების პირველწყაროა. ხელების სტერილიზაცია, დაბანა საპნით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ანტისეპტიკით ან 60-90 პროცენტის ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით, არის პირველი გზა ინფექციისგან თავის დასაცავად.

სრული პოდკასტი იხილეთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები