თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი კერძო კომპანიის ტაქსია.
“ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს გადავიდა, რის შედეგადაც “ტოიოტას” მარკის ავტომობილს პირდაპირ დაეჯახა და ამოტრიალდა.
როგორც ცნობილი გახდა ავარიის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.