LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანელმა ბიჭუნამ მესის მაისური დაკარგა და კინაღამ დაიღუპა

rue95e0e4d9a3

მურტაზა აჰმადი – თუ ეს სახელი არ გეცნობათ, მისი ფოტო ალბათ ნანახი გაქვთ. ეს ის ბიჭია ცელოფანის პაკეტისგან მესის მაისური რომ დაამზადა და მარკერით მიაწერა ნომერი და გვარი.

ბიჭი ომისგან დანგრეულ და სიღატაკეში ჩაფლულ ქალაქ გაზნიში ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთით. ის მხოლოდ 5 წლისაა.

მას შემდეგ, რაც ბიჭის ფოტო თვითნაკეთი მაისურით სოცქსელში მოხვდა, ყველამ მოინდომა მისი მოძებნა, რაც მარტივი არ ყოფილა – თავიდან ეგონათ, რომ ბიჭი ერაყიდან იყო. როდესაც სიმართლე გაირკვა, ოჯახს ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ: ჯერ ბავშვს „ბარსელონას“ ორიგინალური კომპლექტი აჩუქეს, შემდეგ კი კუმირთან შეხვედრაში დახმარებას დაპირდნენ.

მესიმ კი მურტაზას არგენტინის ნაკრების მაისური გაუგზავნა ავტოგრაფით, კიდევ რამდენიმე კი ოჯახისთვის.

 

„მესი, შენ გამაბედნიერე. ახლა მე ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვარ დედამიწაზე. მე მიყვარს მესი, და ეს მაისური კი იმაზე მეტყველებს, რომ მესისაც ვუყვარვარ მე“, – თქვა მაშინ ბავშვმა.

2016 წლის დეკემბერში მურტაზა მესის დოჰაში შეხვდა.

2018. მურტაზას მშობლიურ რაიონში – ჯაგორიში, „თალიბანის“ მებრძოლებმა გაზნის შეუტიეს. ბიჭის ოჯახი სასწრაფოდ გაიქცა სახლიდან:

„ძალიან ვჩქარობდით და ბევრი რამ ვერ ავიღეთ. მესის მაისური და ბურთი შინ დარჩა. დედამ მითხრა, რომ ისინი უნდა დავივიწყო“, – თქვა მურტაზამ.

ახლა ისინი ქაბულში ცხოვრობენ.

„მას შემდეგ, რაც მურტაზამ მესი გაიცნო, ხალხს ჩვენი შურს, – ყვება უფროსი ძმა ხუმაიუნი, – ყველა მიიჩნევს, რომ მესი ბევრ ფულს გვჩუქნის. მაგრამ ეს ასე არ არის. ლეომ ორი მაისური და ბურთი გვაჩუქა. ეს შესანიშნავი ჟესტი იყო მისი მხრიდან. მაგრამ ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ მურტაზას გაიტაცებენ და დიდ გამოსასყიდს მოითხოვენ. ამის გამო მას ბოლო ორი წელი სკოლაში არ ვუშვებდით“.

ბიჭის ოჯახი მესის ასე პირდაპირ დახმარებას არ თხოვს, მაგრამ მურტაზას სწამს, რომ ლეო მათ ახლაც დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები