LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია AirBaltic საქართველოს ზაფხულის სეზონის საუკეთესო მიმართულებად ასახელებს

90
shutterstock-719856988-tbilisi-790x527

ავიაკომპანია AirBaltic ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. AirBaltic-ის ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, საქართველოც მოხვდა.

“ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია სტატიაში.

ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან ერთად, AirBaltic-ის ზაფხულის საუკეთესო მიმართულებებში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: ხორვატია, საბერძნეთი, კვიპროსი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები