LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვსტალის მებრძოლის ცოლი: ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა

136
8

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი, ნატალია ზარიცკა აცხადებს, რომ მისმა ქმარმა შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ის აცხადებს, რომ ადგილზე საშინელი ვითარებაა.

„ორი დღის წინ ქმარმა მომწერა, მართლაც მძიმე და საშინელი მდგომარეობაა.

ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა,“- აცხადებს „აზოვსტალის“ დამცველის მეუღლე.

„აზოვის ჯარისკაცებმა დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ“ – რუსეთი ამტკიცებს, რომ ​„აზოვსტალის“ ქარხანას რუსული არმია აკონტროლებს

ცნობისთვის, რუსეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იყვნენ, „დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ, 531 ბოევიკისგან შემდგარი ბოლო ჯგუფი დღეს ჩაბარდა”.

დეპარტამენტმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვის” მეთაური ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეციალური ჯავშანმანქანით მისი უსაფრთხოების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g