LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზრს ვეკითებოდი მზარეულსაც კი .. წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა საჭიროა – რა უამბო დემნა გვასალიამ ჟურნალ Vogue-ს

78
demna gvasalia

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და, წარ­მა­ტე­ბას არ შე­უც­ვლია. უდა­ოდ, ის ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა”, – წერს Vogue დემ­ნა გვა­სა­ლი­ა­ზე.

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­მო­ცე­მას თა­ვის ად­რე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე ესა­უბ­რა, რა­მაც ხელი შე­უ­წყო მისი კა­რი­ე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. მან ასე­ვე ილა­პა­რა­კა მო­დის გა­ნათ­ლე­ბა­ზე და დამ­წყებ ხე­ლო­ვა­ნებ­საც მის­ცა ორი­ო­დე რჩე­ვა. დემ­ნა იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ი­წყო მისი მო­დის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­დის გა­ნათ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის­თვის, დემ­ნა პა­სუ­ხობს, რომ სკო­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მი­იჩ­ნევს, რომ დღეს კარ­გი სას­წავ­ლებ­ლე­ბი არ­სა­დაა. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ბობს, რომ მო­დის სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბა 20 წლით ჩა­მორ­ჩე­ბა დღე­ვან­დელ მო­და­სა და სამ­ყა­როს და მათ მე­თო­დო­ლო­გი­ას უწუ­ნებს.

დემ­ნა ამ­ბობს, რომ დი­ზა­ი­ნერ­მა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა უნდა ავარ­ჯი­შოს:

“მე პი­რა­დად ბევრ ადა­მი­ანს ვუც­ვლი იდე­ებს და აზრს ვე­კი­თხე­ბი ჩემს სტა­ჟი­ო­რებს, ასის­ტენ­ტებს, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ვცხოვ­რობ, მზა­რე­ულ­საც კი! მინ­და გა­ვი­გო, მათი აზ­რით, ვი­ნაა პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმი­სა, რა­ზეც ჩვენ ვმუ­შა­ობთ”.

დი­ზა­ი­ნე­რის თქმით, წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

“წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია… ეს სა­ჭი­როა.

მახ­სოვს სა­კუ­თა­რი თავი, რო­გორ ვი­ყა­ვი შე­ში­ნე­ბუ­ლი იმა­ზე ფიქ­რით, რომ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და, რად­გან არა­ვის ვა­ღელ­ვებ­დი. ამი­ტომ უნდა ვუ­თხრათ ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დებს, – ჰეი, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია! იმი­ტომ, რომ ეს ერ­თა­დერ­თი გზაა წარ­მა­ტე­ბის­კენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები