LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაბი ვერ გაივლის, თუ არ ჩაუტარდა სპეციალური ნევროლოგიური რეაბილიტაციის კურსი, რაც უფრო მალე გადავა რეაბილიტაციაზე, მით უფრო მეტი შანსია გაიაროს, ყოველ დღეს და ყოველ ლარს აქვს მნიშვნელობა“ – პატარა ბაბის საზოგადოების დახმარება სჭირდება

188
fot

პატარა ბაბის საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც წერენ, რომ გოგონა ვერ გაივლის, თუ არ ჩაუტარდა სპეციალური ნევროლოგიური რეაბილიტაციის კურსი.

ბაბის მწვავე მიელიტის დიაგნოზით აჩიბადენის კლინკიაში მკურნალობს.

„მეგობრებო, ძალიან რთულია ამ პოსტის წერა. მაგრამ უნდა დავწერო.. ბაბიზე ბევრი მეკითხებოდით, როგორ არის, იყო თუ არა წარმატებული მკურნალობა.

ასეთი სიტუაციაა: აჩიბადენის კლინკიაში თერაპია მორჩა. როგორც იცით, დიაგნოზი აღმოჩნდა სხვა – მწვავე მიელიტი. 2 თვე უტარდებოდა მკურნალობა ამ ახალი დიაგნოზით. სრულად აღდგა სუნთქვა, ყლაპვა და მგრძნობელობა. მაგრამ ბაბი ვერ მოძრაობს და ვერ გაივლის, თუ არ ჩაუტარდა სპეციალური ნევროლოგიური რეაბილიტაციის კურსი.

ეს კურსები ტარდება მხოლოდ სპეციალიზირებულ ნევროლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრებში, რომლებიც ბევრი არააა. გერმანიაში მაგალითად 2.5 თვე უწევს ლოდინი. ამიტომ პირველი კლინიკა, რომელმაც თანხმობა გვითხრა ბაბის გადაყვანაზე ახლავე, არის შვეიცარიაში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ღირს ეს რეაბილიტაციის კურსი. უბრალოდ ბავშვი უნდა დავაყენოთ ფეხზე. უნდა გაიაროს.

Ellie Shengelia უკვე 125,000$ გადაიხადა თურქეთში. თქვენი დახმარების გარეშე ეს არ იქნებოდა შესაძლებელი. გთხოვთ, ძალიან, რომ ახლაც მივიტანოთ ეს ამბავი გულთან. რაც უფრო მალე გადავა რეაბილიტაციაზე ბაბი, მით უფრო მეტი შანსია გაიაროს. ყოველი დღეს და ყოველ ლარს აქვს მნიშვნელობა,“ – წერს ქეთევან მაღალაშვილი.

ანგარიში:

GE71TB7148745163300003

GE81BG0000000538755394

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g