LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი: აქ ვარ პოლონეთში, რათა ვნახო ჰუმანიტარული კრიზისი – გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი იმედგაცრუების ნაწილი ისაა, რომ ამას პირადად ვერ ვხედავ

138
ბაიდენი პოლონეთში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უკრაინაში დახმარების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და ამასთანავე, „იმედგაცრუება“ გამოხატა, რომ ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში პირადად ვერ ნახულობს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„მე აქ ვარ პოლონეთში, რათა ვნახო ჰუმანიტარული კრიზისი და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩემი იმედგაცრუების ნაწილი არის ის, რომ მე ამას პირადად ვერ ვხედავ, როგორც სხვა ადგილებში“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა და დასძინა, რომ მას სურს ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან მოისმინოს იმის შესახებ, თუ რას ხედავენ თავად ისინი.

„დიდი სურვილი მაქვს მოვისმინო თქვენგან, ჰუმანიტარული საზოგადოებისგან იმის შესახებ, თუ რას ხედავთ, რას აკეთებთ და რას ფიქრობთ, საით მივდივართ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა და იქვე დაუმატა, რომ ჰუმანიტარულ პასუხს უზარმაზარი შედეგი აქვს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინელებს სასწრაფოდ სჭირდებათ სასიცოცხლო პროდუქტი, როგორიცაა: საკვები, საბნები, ფული და მედიკამენტები.

„ტანჯვა, რომელიც ახლა ხდება, თქვენს საზღვართანაა. თქვენ ხართ ისინი, ვინც რისკავთ, ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენს სიცოცხლეს. ამერიკელი ხალხი ამაყობს თქვენი მხარდაჭერის მცდელობებით.“ – თქვა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენი პუტინზე: ის არის ომის დამნაშავე და ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივი განმარტება მიეცემა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g