LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენმა კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა

57
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი კუბაში ადამიანის უფლებების დარღვევაა.

ე.წ. შავ სიაში სახელმწიფო მაღალჩინოსნები და სამთავრობო დაწესებულებები მოხვდა, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში არიან მხილებულნი.

ცნობისთვის, კუბაში საპროტესტო გამოსვლები თითქმის 2 კვირის წინ დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი საკვების და მედიკამენტების დეფიციტს, ასევე მაღალ ფასებს აპროტესტებს.