LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას სიტყვა “გენოციდი” ახსენა

123
Screenshot 2022-04-13 at 01.45.53

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა “გენოციდი” პირველად ახსენა.

“თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის შევსება, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა ის გენოციდს ნახევარი სამყაროს მოშორებით”,- თქვა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომზე საუბრისას, პირველად ახსენა გენოციდი. მანამდე, ბუჩას ფოტოების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ რაც ბუჩაში მოხდა ეს გენოციდია?

ბაიდენმა თქვა: “არა, მე მჯერა, რომ ეს ომის დანაშაულია”, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g