LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი – 1 წლამდე მცირდება

113

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე შემცირებაც.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი.

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსის, ნინო ბერელიძის განცხადებით,  სტუდენტებმა 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები