LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბახალა” სასჯელის ამოწურვამდე ყოველ შაბათ-კვირას სახლში გაატარებს

890
ბახალა

გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის, ყოველ შაბათ-კვირას იგი სახლში გაატარებს. ინფორმაციას „პუბლიკა” ავრცელებს.

გამოცემასთან, მისმა ნათესავმა მინდია ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ გიორგანაშვილს სასჯელის 10 თვე აქვს დარჩენილი, ხოლო სექტემბერში „უდო”-საც ელოდებიან.

გიორგი გიორგანაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში 2018 წლის 23 იანვრიდან იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის ბრალდებით. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ოჯახის ახლობელი აცხადებს, მის მუხლს შემდეგ ამნისტიის კანონი შეეხო და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები