LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ და მტერს ანადგურებენ” – ანა მალიარი

189
590707bd36de86ce33d5c4c5d518361a

ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” გვერდზე წერს.

„მიმართულებაზე საბრძოლო ქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება. ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით ჩვენი სამხედროები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. სწორი ციფრები ახლა არ იქნება, ვინაიდან აქტიური საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს.

ჩვენები მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ. სამაგიეროდ, თავად ქალაქში ვითარება უფრო რთულია. თუმცა, ხელმძღვანელობის სწორი დაგეგმარებისა და ჩვენი მებრძოლების სიმამაცის წყალობით მტერი ვერ ახერხებს ქალაქზე კონტროლის დამყარებას“, – წერს მალიარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები